ორთოპედია-ტრავმატოლოგია
ორთოპედია და ტრავმატოლოგია - მედიცინის სფეროა, რომელიც ძვალ-სახსროვანი სისტემის ტრავმულ, თანდაყოლილ ან შეძენილ დარღვევებს შეისწავლის.
ტრავმატოლოგია - მედიცინის დარგია, რომელიც საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის (ძვლები, სახსრები, კუნთები, მყესები, იოგები) დაზიანებებს, მის გამომწვევ მიზეზებს, მკურნალობის და დიაგნოსტირების გზებს შეისწავლის.
ორთოპედია- მედიცინის დარგია, რომელიც ადამიანის საყრდენ-სამოძრაო აპარატის დეფორმაციებს, დაზიანებებს და მათი მკურნალობის გზებს შეისწავლის.
რატომ ,,კარაპს მედლაინი’’?
,,კარაპს მედლაინის’’ ორთოპედ-ტრავმატოლოგიის განყოფილება პაციენტებს ინდივიდუალურ და პერსონალიზებულ საჭიროებებზე მორგებულ საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის თანდაყოლილი და შეძენილი დაავადებების დიაგნოსტირებას, მკურნალობის კონსერვატიულ და ქირურგიულ მეთოდებს სთავაზობს:
• სახსრების ენდოპროთეზირება
• ტერფის თანდაყოლილი და შეძენილი დეფორმაციის მკურნალობა
• პოსტტრავმული და თანდაყოლილი კიდურების დეფორმაციების საკორექციო ოპერაციები
• ყველა ტიპის ოსტეოსინთეზი